
სომხეთის მთავრობა, ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის ხელმძღვანელობით, გადადგა. ვიდეო, რომელშიც ფაშინიანი რესპუბლიკის პრეზიდენტისადმი განკუთვნილ გადადგომის განცხადებას აწერს ხელს, მან საკუთარ ტელეგრამ-არხზე გამოაქვეყნა.
„სომხეთის კონსტიტუციის 158-ე მუხლის შესაბამისად, მთავრობა გადადგომის შესახებ განცხადებას ეროვნული კრების პირველი სესიის დღეს წარადგენს და ახლა მე ვემზადები გადადგომის დოკუმენტზე ხელის მოსაწერად“, - აცხადებს ფაშინიანი.
ივნისის დასაწყისში სომხეთში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. კანონის თანახმად, ამის შემდეგ მოქმედმა მინისტრთა კაბინეტმა უფლებამოსილება უნდა დათმოს. არჩევნებში ფაშინიანის პარტიამ „სამოქალაქო ხელშეკრულება“ გაიმარჯვა და ხმათა 49,7%-ზე მეტი მოაგროვა.
ახალი მთავრობის ფორმირებამდე მოქმედი კაბინეტის წევრები განაგრძობენ თავიანთი მოვალეობების შესრულებას. მას შემდეგ, რაც ახალი მთავრობა მუშაობას შეუდგება, პრეზიდენტმა, სომხეთის კონსტიტუციის შესაბამისად, დაუყოვნებლივ უნდა დანიშნოს ახალი პრემიერ-მინისტრი - საპარლამენტო უმრავლესობის მიერ წარდგენილი კანდიდატი.