რეზონანსი
01.08.2026

რაც არ უნდა რუსთაველის რემონტი ან საერთოდ ქალაქის რემონტი გადაწყვიტონ, ეს არაფერს შეცვლის. ისინი, ვინც დღეს ციხეში არიან, არ ტყდებიან, ეს პროტესტი არ ჩერდება და ეს არის ნიშანი იმისა, რომ ეს რეჟიმი ვერაფერს აღწევს, თუ არა ყველასთვის იმის მტკიცებას, რომ არის ძალიან კორუმპირებული, ძალიან უღირსი და ძალიან რუსული რეჟიმი,- ამის შესახებ ,,ინტერპრესნიუსს" მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა შაბათის მარშზე განუცხადა.

მისი თქმით, პროტესტი გეძელდება, ,,ქართულმა ოცნებამ" კი უკვე აღარ იცის, რა გააკეთოს და რა მოიგონოს.

,,ეს პროტესტი მაჩვენებელია იმისა, რომ ის გაგრძელდება იქამდე, ვიდრე ჩვენ არ დავიბრუნებთ ქვეყანას. ქვეყანა არის წართმეული, მიტაცებული. ეს პროტესტი არის ის ცოცხალი ძალა, რომელიც ამ ყველაფერს ეწინააღმდეგება. ამიტომაც გრძელდება და გაგრძელდება იქამდე, სადამდეც საჭიროა. რაც არ უნდა რუსთაველის რემონტი ან საერთოდ ქალაქის რემონტი გადაწყვიტონ, ეს არაფერს შეცვლის. ისინი, ვინც დღეს ციხეში არიან, არ ტყდებიან, ეს პროტესტი არ ჩერდება და ეს არის ნიშანი იმისა, რომ ეს რეჟიმი ვერაფერს აღწევს, თუ არა ყველასთვის იმის მტკიცებას, რომ არის ძალიან კორუმპირებული, ძალიან უღირსი და ძალიან რუსული რეჟიმი.

ყველაფერი არის ნიშანი იმისა, რომ აღარ იციან, რა გააკეთონ, რა რეპრესია მოიგონონ. არ აქვთ არანაირი რესურსი გარდა იმისა, რომ გვიჩვენონ, რამდენად კორუმპირებულები არიან და რამდენად არაფერს არ ჰგავს ეს რეჟიმი”,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×