რეზონანსი
01.08.2026

ქალაქ რუსთავში ცარიელ აუზში ქალი ჩავარდა და მძიმე დაზიანებები მიიღო. საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, რუსთავის ცენტრალურ პარკში 60 წლამდე ქალი ცარიელ აუზში ჩავარდა და მძიმე დაზიანებები მიიღო.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი. პაციენტის გადაიყვან კლინიკა "რუსთავში" მოხერხდა.

კლინიკა რუსთავის ქირურგი და მორიგე ექიმი მაია რევაზიშვილი "ინფო რუსთავთან" აცხადებს, რომ პაციენტი ქირურგიულ განყოფილებაშია და მისი მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია.

"მდგომარეობა სიცოცხლისთის საფრთხეს არ წარმოადგენს პაციენტს ჩაუტარდა ტუჩის რეკონსტრუქცია, ცხვირის მოტეხილი ძვლების დახურული წესით ჩასწორება. პაციენტი ამ დროისთვის წევს ქირურგიულ განყოფილებაში და მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ქალი სავარაუდოდ ზეგ გაეწერება", - განაცხადა ქირურგმა მაია რევაზიშვილმა.

გავრცელებული ინფორმაციით ქალი ოჯახის წევრებთან ერთად სეირნობდა და მობილური ტელეფონით სელფს იღებდა. ვერ შეამჩნია ცარიელი აუზი, სავარაუდოდ ფეხი წამოკრა შემაღლებულ ფილას, ჩავარდა და თავი ბეტონს დაარტყა.

ინფო რუსთავი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×