რეზონანსი
31.07.2026

ბოლო ერთ თვეში, საუბარია 29 ივნისიდან დღემდე პერიოდზე, საქართველოში დაახლოებით, 16.8 ათასამდე ავტომობილი დარეგისტრირდა. ამის შესახებ მომსახურების სააგენტოს მონაცემებიდან [რეალურ დროში] ჩანს.

შედეგად, დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობამ 2.086 მლნ ერთეულს გადააჭარბა.

აღნიშნულ სტატისტიკაზე დაკვირვება აჩვენებს, რომ ბოლო ერთ თვეში საქართველოში ყოველდღიურად რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობა გაიზარდა.

უფრო კონკრეტულად, თებერვალში (გასულ თვეებთან შედარებით), დღეში რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობა საშუალოდ, 600-დან 350-მდე შემცირდა, მარტში საშუალოდ 500-მდე ისევ მოიმატა, აპრილში 460-მდე, ხოლო მაისში 420-მდე შემცირდა, ივნისში - 520-მდე გაიზარდა, ხოლო ივლისში 640-ს გადააჭარბა.

„ბიზნესპრენსიუსი“ აღნიშნულ სტატისტიკას იყენებს იმისთვის, რომ თვალსაჩინო იყოს, ქვეყანაში თვიურ ჭრილში რეგისტრირებული ავტომობილების საშუალო მაჩვენებელი.

კერძოდ, ოფიციალური მონაცემებით, თუ იქამდე {წინა წლის განმავლობაში}, თვეში საშუალოდ 16 000 მანქანა გადიოდა რეგისტრაციას, თებერვალში ეს მაჩვენებელი საშუალოდ 9 000-მდე შემცირდა, მარტში 12 600-მდე ისევ მოიმატა, აპრილში 12 000-მდე, ხოლო მაისში 11 000-მდე შემცირდა, ივნისში 13.5 ათასამდე ისევ გაიზარდა, ივლისში კი 16.8 ათასამდე.

შენიშვნის სახით: აღსანიშნავია ისიც, რომ ავტომობილების გარკვეული ნაწილი შესაძლოა, შემდგომ რეექსპორტზე გავიდეს. თუმცა, საქართველოში რეგისტრირება ნიშნავს, რომ შიდა სატრანზიტო ნომრის გამოყენების 2-თვიანი ვადა უკვე გასულია, შესაბამისად, ავტომობილი ქვეყანაში საშუალოდ 2 თვე იმყოფება.

ამასთან, მომსახურების სააგენტოს [რეალურ დროში] მონაცემებით, ქვეყანაში უკვე 1 716 338 მართვის მოწმობაა გაცემული.

წყარო: „ბიზნესპრენსიუსი“

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×