რეზონანსი
31.07.2026

ვინარჩუნებთ ოპტიმიზმს და მზად ვართ, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობები დავიწყოთ ახალი ფურცლიდან, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩის, იან კელის და სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილის, დევიდ კრამერის მიერ გაკეთებული განცხადების შეფასებისას აღნიშნა.

მისი თქმით, იან კელი და დევიდ კრამერი არ ემსახურებიან საკუთარ ქვეყანას და ე.წ. „დიფ სთეითის“ წარმომადგენლები არიან.

„ეს ორი ადამიანი - იან კელი და კრამერი ჩვეულებრივად „დიფ სთეითის“ წარმომადგენლები, ნომრიანი აგენტები არიან. ვიცით ჩვენ ეს ყველაფერი. ისინი ემსახურებიან არა აშშ-ს, არამედ ქვეყნის არაფორმალურ მმართველებს, რაც სერიოზული გამოქვევაა დღევანდელ მსოფლიოში. რაც შეეხება აშშ-თან ურთიერთობას, ვინარჩუნებთ ოპტიმიზმს. არაერთი განცხადება გაკეთდა, რომ მზად ვართ თანამშრომლობისთვის. მზად ვართ, ურთიერთობები დაიწყოს ახალი ფურცლიდან, რადგან ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია ის დამოკიდებულება, რაც ჰქონდა ბაიდენის ადმინისტრაციას. ასევე კატეგორიულად მიუღებელია ის განცხადებები, რომელთაც ვისმენდით და რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ ტყუილს, სიცრუეს შეიცავდა. აშშ-ის პრეზიდენტის დღევანდელ ადმინისტრაციას ნამდვილად აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ის არასამართლიანი დამოკიდებულება, რაც არსებობდა ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს მიმართ, ძალიან მარტივი გადაწყვეტილებებით გამოასწოროს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ ვინარჩუნებთ ოპტიმიზმს და მზად ვართ, ურთიერთობები დავიწყოთ ახალი ფურცლიდან“, - განაცხადა კახა კალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×