
უკრაინაში მებრძოლი ქართველების ინფორმაციით, ტრაგიკულად დაიღუპა მათი თანამებრძოლის ზაალ ლატარიას ქალიშვილი, რომელიც საქართველოში ცხოვრობდა.
ადგილობრივების თქმით, 26 წლის ლანა ლატარიას 2 შვილი დარჩა. არსებული ინფორმაციით, ის ღამით მოულოდნელად შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც ქობულეთში, კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
Palitravideo ტრაგიკული შემთხვევის შესახებ ახალ დეტალებს ავრცელებს. როგორც მათ წყარო უყვება ახალგაზრდა ქალი სეფსისით გარდაიცვალა.
"ორსულად იყო, მოიწამლა და სეფსისით გარდაიცვალა... მედიკამენტის მიღების შემდეგ სეფსისი განუვითარდა... დედა გერმანიაშია ემიგრანტია, მამა ჯერ არ ჩამოსულა ქვეყანაში," - უყვება Palitravideo-ს წყარო.
ზაალ ლატარიას თანამებრძოლების ინფორმაციით, ამას ქალიშვილის დაკრძალვაზე საქართველოში დაბრუნება სურს. უკრაინაში მყოფი ქართველი მებრძოლები ავრცელებენ თხოვნას, ზაალ ლატარიას სამშობლოში დაბრუნების შემთხვევაში, უზრუნველყოფილი იყოს მისი უსაფრთხოება.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე