რეზონანსი
30.07.2026

 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ახმეტის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა.

შალვა პაპუაშვილი და დეპუტატები სოფელ მატანის და პანკისის ხეობის სოფელ დუისის მოსახლეობას შეხვდნენ. შეხვედრებზე საუბარი შეეხო სოციალურ-ეკონომიკურ და ინფრასტრუქტურულ პროექტებს, აგრეთვე სოფლის მეურნეობის განვითარების საკითხებს.

სოფელ ხადორში სტუმრობისას პარლამენტის წევრები ხადორის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში საზეიმო წირვას დაესწრნენ.

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, "ხადორობის" სახალხო დღესასწაულს დაესწრო და ადგილობრივი ხალხური რეწვის ოსტატების ნამუშევრები დაათვალიერა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×