რეზონანსი
30.07.2026

 უკ­რა­ი­ნა­ში მებ­რძო­ლი ქარ­თვე­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ტრა­გი­კუ­ლად და­ი­ღუ­პა მათი თა­ნა­მებ­რძო­ლის ზაალ ლა­ტა­რი­ას ქა­ლიშ­ვი­ლი, 26 წლის ლანა ლატარია, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რობ­და.

ლანა სეფსისით გარდაიცვალა. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, 26 წლის ლანა ლა­ტა­რი­ას 2 შვი­ლი დარ­ჩა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის ღა­მით მო­უ­ლოდ­ნე­ლად შე­უძ­ლოდ გახ­და, რის შემ­დე­გაც ქო­ბუ­ლეთ­ში, კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, თუმ­ცა მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ შეძ­ლეს.

"ორსულად იყო, მოიწამლა და სეფსისით გარდაიცვალა... მედიკამენტის მიღების შემდეგ სეფსისი განუვითარდა... დედა გერმანიაშია ემიგრანტია, მამა ჯერ არ ჩამოსულა ქვეყანაში,"

რო­გორც გი­ორ­გი ფარ­ცვა­ნია წერს, მა­მას შვი­ლის დაკ­რძალ­ვა­ზე სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა სურს."ჩვე­ნი თა­ნა­მებ­რძო­ლის, ზაალ ლა­ტა­რი­ას ოჯახს თავს და­ა­ტყდა უდი­დე­სი ტრა­გე­დია - გარ­და­იც­ვა­ლა მისი ქა­ლიშ­ვი­ლი, ლანა ლა­ტა­რია. ვუ­სამ­ძიმ­რებთ ზა­ალს, ოჯა­ხის წევ­რებ­სა და ახ­ლობ­ლებს ამ აუ­ნა­ზღა­უ­რე­ბელ და­ნაკ­ლისს.

იმედს ვი­ტო­ვებთ, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არ მი­მარ­თავს პრო­ვო­კა­ცი­ას, გა­მო­ი­ჩენს ელე­მენ­ტა­რულ ადა­მი­ა­ნო­ბას და მა­მას, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნი­დან შვი­ლის და­სა­ტი­რად ბრუნ­დე­ბა, სა­ზღვარ­ზე შე­მო­უშ­ვებს ყო­ველ­გვა­რი დაბ­რკო­ლე­ბი­სა თუ ექ­სცე­სე­ბის გარე," - წერს გი­ორ­გი ფარ­ცვა­ნია.

ტრა­გე­დი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებს გი­ორ­გი მუმ­ლა­ძეც. "სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის ვე­ტე­რანს, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში ყვე­ლა ომის მო­ნა­წი­ლეს, ამ­ჟა­მად კი უკ­რა­ი­ნა­ში მებ­რძოლ ზაალ ლა­ტა­რი­ას გარ­და­ეც­ვა­ლა ქა­ლიშ­ვი­ლი ლანა ლა­ტა­რია

ვუ­სამ­ძიმ­რებთ ზა­ალს და მის ოჯახს ამ უდი­დეს ტრა­გე­დია

იმე­დია, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბი­სას, ზა­ა­ლის მი­მართ ად­გი­ლი არ ექ­ნე­ბა არა­ნა­ირ პრო­ვო­კა­ცი­ას და შვილმკვდა­რი მამა უპ­რობ­ლე­მოდ გად­მოკ­ვეთს სა­ზღვარს, რათა და­ი­ტი­როს სა­კუ­თა­რი შვი­ლი ", - წერს მუმ­ლა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×