რეზონანსი
30.07.2026

 ჩინეთის საგარეო უწყებამ უარყო Reuters-ის ცნობები იმის შესახებ, რომ პეკინი ირანში 300-დან 400-მდე გადასატან საჰაერო თავდაცვის სარაკეტო გამშვებს გააგზავნის.

Reuters-ის ცნობით, შეიარაღების ღირებულება 60-დან 70 მილიონ დოლარამდეა შეფასებული.

„ეს ცნობები ცრუ და სრულიად უსაფუძვლოა. ჩინეთის როლი ყოველთვის იყო მშვიდობის ხელშეწყობა და კონფლიქტის დასრულება", - განუცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მაო ნინმა საინფორმაციო სააგენტო „სინხუას".

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ „საკმაოდ იმედგაცრუებული" დარჩებოდა სი ძინპინით, თუ ის ირანს იარაღს მიაწვდიდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×