
ამ პროექტით გავაგრძელებთ საქართველოს ეროვნული ბანკის მხარდაჭერას იმისათვის, რომ ძლიერი რეზოლუციის სისტემა იქონიოს, - ასე გამოეხმაურა მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში როლანდ პრაისი რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკსა და საქართველოს შორის 35 მილიონი დოლარის ფინანსური შეთანხმების გაფორმებას.
„ეს მცირე, 35 მილიონი დოლარის ოდენობის დაფინანსებაა, მაგრამ თავისი არსით დიდ საქმეს აკეთებს, რადგან საქართველოს საფინანსო სექტორის მედეგობას უზრუნველყოფს.
ამ პროექტით გავაგრძელებთ საქართველოს ეროვნული ბანკის მხარდაჭერას იმისათვის, რომ ძლიერი რეზოლუციის სისტემა იქონიოს. მსოფლიო ბანკს კვლავაც აქვს პატივი, საქართველოს გვერდით იდგეს განვითარების ამ პროცესში, რაც თავის მხრივ, საქართველოს და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მიღწეული მნიშვნელოვანი საერთაშორისო სტანდარტის ნიშნულია“, - აღნიშნა როლანდ პრაისმა.
ცნობისთვის, რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკსა და საქართველოს შორის 35 მილიონი დოლარის ფინანსური შეთანხმება გაფორმდა. პროექტი საქართველოში საბანკო რეზოლუციისთვის მზადყოფნის გაძლიერებას ითვალისწინებს და სარეზოლუციო ფონდისთვის წინასწარ შეთანხმებულ საკრედიტო ხაზს შექმნის. მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით განხორციელებული ღონისძიებების მიზანი სებ-ის რეზოლუციის ჩარჩოს კიდევ უფრო სრულყოფა, მისი ეფექტიანობის ზრდა და საერთაშორისო პრაქტიკასთან დაახლოებააა.