რეზონანსი
30.07.2026

იაპონიის სამხრეთ-დასავლეთში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 34-მდე გაიზარდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მედიის ცნობით, მაშველები გადარჩენილების ძებნას კვლავ აგრძელებენ მას შემდეგ, რაც სამშაბათს კიუსიუს კუნძულზე მდებარე კუმამოტოს პრეფექტურაში 6.8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. სტიქიამ საცხოვრებელი სახლები და ელექტროგადამცემი ხაზები მნიშვნელოვნად დააზიანა.

რამდენიმე ადამიანი ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრის ნაწილის ჩამონგრევის გამო დაიღუპა. დაახლოებით ერთი საათის შემდეგ კი შენობაში ძლიერი აფეთქება მოხდა.

ათასობით ადამიანი ამჟამად ევაკუაციის ცენტრებში იმყოფება. თუმცა, მაღალ ტემპერატურასთან ერთად ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად მათი გაგრილებისა და წყლის საკმარისი რაოდენობით უზრუნველყოფა რჩება.

სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოეს დღეებში კუმამოტოს პრეფექტურაში ჰაერის ტემპერატურა 39 გრადუს ცელსიუსამდე მოიმატებს. ხელისუფლება როგორც გადარჩენილებს, ისე მაშველებს მოუწოდებს, სითბური დარტყმის თავიდან ასაცილებლად ყველა აუცილებელი ზომა მიიღონ.

ოთხშაბათის მონაცემებით, ევაკუაციის ცენტრებში დაახლოებით 9 000 ადამიანია განთავსებული, ხოლო 30 000-ზე მეტ ოჯახს ელექტროენერგიის მიწოდება კვლავ შეწყვეტილი აქვს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×