რეზონანსი
30.07.2026

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის მე-2 კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 1.7 მილიონი შემოსვლა, რაც 4.9%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

მათივე ცნობით, აღნიშნული რაოდენობიდან საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 1.5 მილიონი შეადგინა, რაც 4.5 %-ით ნაკლებია 2025 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

ამავე მონაცემების მიხედვით, 2026 წლის მე-2 კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 3 მილიარდ ლარს გაუტოლდა, რაც 13.3%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

ხოლო ერთ ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2025 წლის მე-2 კვარტალთან შედარებით 9.2%-ით შემცირდა და 1 922.1 ლარი შეადგინა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ყველაზე მეტ ფულს ვიზიტორები საკვებსა და სასმელში ხარჯავენ.

კერძოდ, 2026 წლის მე-2 კვარტლის მონაცემებით, ერთ ვიზიტზე საშუალო ხარჯი კატეგორიების მიხედვით, შემდეგნაირად ნაწილდება:

საკვებსა და სასმელზე - 524.1 ლარი;

საყიდლები - 484.2 ლარი;

განთავსება - 467.8 ლარი;

გასართობ, გამაჯანსაღებელ, კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებზე - 203.3 ლარი;

ადგილობრივ ტრანსპორტზე - 198.8 ლარი;

სხვა ხარჯი - 43.9 ლარი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×