რეზონანსი
30.07.2026

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, საქართველოს მთავრობის სტრუქტურაში რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შექმნასა და აღნიშნულ თანამდებობაზე მამუკა მდინარაძის დანიშვნის ფაქტთან დაკავშირებით ოპოზიციაში ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურება.

ანანიძის განცხადებით, მხოლოდ “ძალაუფლებისთვის მებრძოლი ოპოზიცია” აღიქვამს რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას როგორც კარიერულ დაქვეითებას.

„მხოლოდ ძალაუფლებისთვის მებრძოლი ოპოზიციის აღქმებშია, რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობა დაქვეითება”, - წერს ცოტნე ანანიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×