რეზონანსი
30.07.2026

მმართველ გუნდში პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას აფასებენ, რომლის მიხედვითაც რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას ვიცე-პრემიერი მამუკა მდინარაძე დაიკავებს. საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი მიიჩნევს, რომ მდინარაძე რეგიონებში არსებულ გამოწვევებთან ბრძოლის ეფექტიანად მართვას შეძლებს.

„რა თქმა უნდა, რეგიონებში არის გამოწვევები და ეს გამოწვევები არის როგორც მმართველობით სისტემაში, ისე გადაწყვეტილების მიღებასა და ბიუროკრატიის დაჩქარებაში. ჩვენ გვინდა, რომ ეს ყველაფერი იყოს მაქსიმალურად გამართული. ეს უფრო მმართველობით ვერტიკალის ისეთ დონეზე გამართვას უკავშირდება, რომ რეგიონისთვის საჭირო აბსოლუტურად ყველა გადაწყვეტილება მაქსიმალურად ეფექტიანად, სწრაფად მიიღებოდეს. მამუკა მდინარაძე ამ ყველაფრის ეფექტიანად აღსრულებას უზრუნველყოფს“, - აცხადებს მაჭავარიანი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×