რეზონანსი
30.07.2026

ერთი-ერთში ჯდება ჩვეულებრივ ძველ, რუსულ სტრატეგიაში, როგორ მოახდინო ქვეყანაში დესტაბილიზაცია - ასე აფასებს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი  „ქართული ღირებულებების, ფასეულობების და ტრადიციების დაცვის“ ორგანიზაციის შექმნას. 

ზურაბიშვილი დარწმუნებულია, რომ MMA-ს მებრძოლის, გიორგი ქართველიშვილის ორგანიზაციის უკან სწორედ "ქართული ოცნება" დგას. 

როგორც მან  Facebook live- საუბრისას თქვა, ახალ გაერთიანებას და მათ რეალურ ხელმძღვანელებს ქვეყანაში დაპირისპირების მიზეზი არავინ უნდა მისცეს. 

 ეს არის სტრატეგია ქვეყნის დესტაბილიზაციის, რომელიც ერთი ერთში ჯდება ჩვეულებრივ ძველ რუსულ სტრატეგიაში, თუ როგორ მოახდინო ქვეყანაში დესტაბილიზაცია - ამ ქვეყნის დასუსტება, ამ საზოგადოების გახლეჩა. ძალიან ძველი ინსტრუმენტებია გამოყენებული. ამ მხრივ სერიოზულად უნდა მივიღოთ.

მეორე მხრივ, არასერიოზულად უნდა მივიღოთ, რადგან ეს ადამიანები არ არიან სერიოზულები და არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოიწვიოს საპირისპირო რეაქცია: ჩვენც მოვნახოთ სადღაც დიდ კუნთიანი ადამიანები და დავიწყოთ იგივე რაღაცა ჯგუფის შექმნა და დაპირისპირება. ასეთი ჯგუფების საბოლოო მიზანი არის ის, რომ ორივე მხარეს გაჩნდეს ასეთი ჯგუფები და შემდეგ გადაიზარდოს, რაც არ გადაიზრდება, რადგან უკვე გვაქვს გამოცდილება მიღებული, ვიცით რუსეთი როგორ მოქმედებს, ამიტომ ამის უფლება არ უნდა მივცეთ"- თქვა ზურაბიშვილმა.

ცნობისთვის, 27 ივლისს MMA-ს მებრძოლმა და "ქართული ოცნების" მხარდამჭერმა, გიორგი ქართველიშვილმა, თავის რამდენიმე თანამოაზრესთან ერთად, რომელთა ვინაობაც ბრიფინგზე არ დაუსახელებიათ დააანონსა, რომ ტრადიციების, ღირებულებებისა და რელიგიის დაცვის საბაბით ციხეში ჩაჯდომასაც არ მოერიდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×