რეზონანსი
29.07.2026

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანულ სარაკეტო იერიშს, რომელიც ამერიკულმა ძალებმა წარმატებით მოიგერიეს, მკაცრ პასუხს გასცემს.

Fox News-თან ინტერვიუში ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონის რეაქცია უმკაცრესი იქნება.

„ჩვენ მათ სულს ამოვხდით. ძალიან მაგრად დავარტყამთ. მაგრად მოხვდებათ“, - აღნიშნა მან.

პრეზიდენტის თქმით, ერაყში ირანის მიერ მხარდაჭერილი შიიტური დაჯგუფებების წინააღმდეგ აშშ-ისა და საუდის არაბეთის ერთობლივ დარტყმებამდე, ვაშინგტონმა წინასწარი კოორდინაცია ერაყის ხელისუფლებასთან გაიარა.

ტრამპმა აღნიშნულ პროქსი დაჯგუფებებს „მსოფლიოს კიბო“ უწოდა და არ გამორიცხა, რომ რეგიონში მოქმედი ირანული ძალების წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებები კვლავ გაგრძელდეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×