
საქართველოს არაღიარების პოლიტიკას კიდევ ერთი პრინციპული და მნიშვნელოვანი გამარჯვება აქვს! ნაურუს მიერ აფხაზეთის აღიარების გაუქმება არის მკაფიო დასტური იმისა, რომ თანმიმდევრულ, სისტემურ და ხშირად უხილავ დიპლომატიურ შრომას კონკრეტული, ეროვნული მნიშვნელობის შედეგი მოაქვს,- ამ სიტყვებით ეხმიანება ანალიტიკოსი, ლადო სადღობელაშვილი, ნაურუს მიერ აფხაზეთთან და ე.წ სამხრეთ ოსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის გაუქმების ფაქტს.
სადღობელაშვილი წყნარი ოკეანის რეგიონში საქართველოს პოზიციების განმტკიცებასა და აღიარებების გაუქმებას საგარეო უწყებისა და დიპლომატების უდიდეს დამსახურებად მიიჩნევს.
"გილოცავ საქართველო! ეს ამბავი მართლაც მისალოცია ყველა იმ პატრიოტისთვის ვისაც საქართველოს გამთლიანება ახარებს!
- საქართველოს არაღიარების პოლიტიკას კიდევ ერთი პრინციპული და მნიშვნელოვანი გამარჯვება აქვს! ნაურუს მიერ აფხაზეთის აღიარების გაუქმება არის მკაფიო დასტური იმისა, რომ თანმიმდევრულ, სისტემურ და ხშირად უხილავ დიპლომატიურ შრომას კონკრეტული, ეროვნული მნიშვნელობის შედეგი მოაქვს.
წყნარი ოკეანის რეგიონში საქართველოს პოზიციების განმტკიცება და აღიარებების გაუქმება ჩვენი საგარეო უწყებისა და დიპლომატების უდიდესი დამსახურებაა.
გახსოვთ, როგორი ირონიით, ქილიკითა და აგდებული დამოკიდებულებით ხვდებოდნენ ოპოზიციურ წრეებში წყნარი ოკეანის აუზის ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავებას?
დღეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ სახელმწიფოებრივ დიპლომატიაში "მეორეხარისხოვანი" მიმართულებები არ არსებობს, როცა საქმე საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს ეხება. სანამ ზოგიერთები ვიზიტების გეოგრაფიას აშარჟებდნენ, საგარეო საქმეთა სამინისტრო და დიპლომატიური კორპუსი ნაბიჯ-ნაბიჯ, მშვიდად ამაგრებდნენ ქვეყნის პოზიციებს.
მადლობა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, მინისტრსა და მთელ დიპლომატიურ გუნდს ამ პრინციპული ეროვნული გამარჯვებისთვის!” - წერს სადღობელაშვილი.