რეზონანსი
29.07.2026

გამაოგნებელია, რომ ივანიშვილის მიერ გამოგორებული მისი სრულიად უშინაარსო ადვოკატის, ვინმე ყიფიანის მატარებელში ჩაბმას ცდილობენ ის ოპოზიციონერები, ვინც ადრე გილაურებს ჩაება, აქაოდა აქაც ფულიაო, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, ამ ხალხს ხან ერთი სუბიექტის, ხან მეორე სუბიექტის გავლით სურს, მიუერთდეს ივანიშვილის ფულს.

„ამ ხალხმა ვერაფერი ისწავლა და აწი ალბათ ვეღარც ისწავლის, ხან ერთი სუბიექტის, ხან მეორე სუბიექტის გავლით ლამობენ, მიუერთდნენ ივანიშვილის ფულს“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×