რეზონანსი
29.07.2026

პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია კულტურის მინისტრის თანამდებობაზე მისი შესაძლო დანიშვნის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს.

“ამასთან დაკავშირებით ვერაფერს მოგახსენებთ. პრემიერისგან შეთავაზება მინისტრობაზე არ მიმიღია“, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ გიორგი გაბუნიამ.

რაც შეეხება კულტურის მინისტრის თინათინ რუხაძის გადადგომას, როგორც გაბუნიამ აღნიშნა, რუხაძის თანამდებობიდან გადადგომის მიზეზებთან დაკავშირებით მის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული განცხადებით უნდა ვიხელმძღვანელოთ და ამ განცხადების უკან კითხვები არ უნდა არსებობდეს.

“ჩვენ მინისტრობის პერიოდში თინათინ რუხაძესთან აქტიური კომუნიკაცია გვქონდა. მას უთქვამს, რომ ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემები ჰქონდა. ამ განაცხადების მიღმა კითხვები არ არსებობს“, - აღნიშნა გიორგი გაბუნიამ.

თინათინ რუხაძემ კულტურის მინისტრის თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება გუშინ, სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. "ფეისბუქზე" გავრცელებულ განცხადებაში რუხაძე გადაწყვეტილების მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახელებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×