რეზონანსი
28.07.2026

პრეზიდენტ ტრამპთან Patriot-ის რაკეტებისა და დიპლომატიის საკითხს განვიხილავდით, კარგი შეხვედრა იყო. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

"კარგი შეხვედრა იყო პრეზიდენტ ტრამპთან ოვალურ ოფისში. მადლობა ყველაფრისთვის, რასაც ერთად ვაკეთებთ უკრაინელების სიცოცხლის დასაცავად და მშვიდობის წინ წასაწევად. უპირველეს რიგში, პრეზიდენტ ტრამპთან ჩვენი მწუხარება გამოვხატეთ ლინდსი გრემის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. ის უკრაინის ნამდვილი მეგობარი იყო.

პრეზიდენტმა და მე განვიხილეთ Patriot-ის რაკეტების წარმოებისთვის ლიცენზიები და სხვა იდეები, რომლებიც შეიძლება დაგვეხმაროს. ასევე ვისაუბრეთ დიპლომატიაზე - მნიშვნელოვანია, რომ დიპლომატიური პროცესი გამოცოცხლდეს. ჩვენი გუნდები მოაგვარებენ მათი შემდგომი კომუნიკაციის დეტალებს. მადლობელი ვარ შეერთებული შტატების მისი მყარი მხარდაჭერისთვის," - წერს ზელენსკი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×