რეზონანსი
28.07.2026

შავი ზღვის პორტებზე თავდასხმებისა და უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე ხორბლის ფასი ივლისის დასაწყისიდან 20%-ით გაიზარდა და 2024 წლის მარტის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია.

ამის შესახებ გაერო-ს პოლიტიკურ საქმეთა და სამშვიდობო ოპერაციების დეპარტამენტის დირექტორმა, კაიოკო გოტომ განაცხადა.

კაიოკო გოტომ ბრიფინგზე ასევე ისაუბრა იმაზე, რომ 9 ივლისს მის მიერ ჩატარებული ბრიფინგზის შემდეგ უკრაინაში საჰაერო თავდასხმების დროს დაახლოებით 170 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 1000-ზე მეტი დაშავდა.

გაერო-ში განმარტავენ, რომ დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები, ბაზრები და საწყობები, მათ შორის სლოვიანსკსა და სუმიში.

გაერო-ში ასევე აცხადებენ, რომ 2026 წლის პირველ ნახევარში რუსეთში 1 800-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, რაც წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 121%-ით მეტია.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში განსაკუთრებული შეშფოთება გამოთქვეს შავი ზღვის პორტების მიმართ განახლებულ თავდასხმებზე.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ერთ-ერთ ინციდენტში, გვინეა-ბისაუს დროშით მცურავ ხორბლის გემზე სარაკეტო დარტყმის შედეგად ათი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ტოგოს დროშით მცურავ გემზე თავდასხმას ხუთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამასთან, მიმდინარე თვეში აზოვის ზღვაში 100-ზე მეტ გემზე დაფიქსირდა თავდასხმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×