რეზონანსი
28.07.2026

ევროკავშირში გადაწყვეტილებების კონსენსუსით მიღების წესის გაუქმების გერმანულ ინიციატივას უკვე 12 ქვეყანა შეუერთდა. 

"ქართულ ოცნებაში" ფიქრობენ, რომ თუკი ეს ინიციატივა განხორციელდა, ევროკავშირი, თითქმის გარანტირებულად, თანასწორ წევრთა გაერთიანებიდან დიდი სახელმწიფოების მიერ მართულ კავშირად გადაიქცევა.  

განსხვავებულია შეფასებები ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებში. პარტია „გახარია საქართველოსთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრის, ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, აღნიშნულ საკითხზე შეფასება იმ ქვეყნებმა უნდა გააკეთონ, რომლებიც შესაბამისი ორგანიზაციის წევრები არიან.  

„სუვერენული ქვეყნები არიან, საკუთარი პარლამენტი ჰყავთ, თავის მთავრობას თვითონ ირჩევენ. ასეთ საკითხებზე ჯობია თვითონ ისაუბროს იმ ხალხმა, ვინც ამ კავშირის წევრები არიან. ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ? ჩვენ არ ვართ ამ ორგანიზაციის წევრი. შესაბამისად, ვერც სამართლიანობას ვერ ვიგრძნობთ ამ გადაწყვეტილებაში და ვერც უსამართლობას იმიტომ, რომ არ ვეკუთვნით ამ სივრცეს, სამწუხაროდ. როცა ვიქნებით, მერე შეიძლება ასეთი კომენტარების კეთება“, - აცხადებს პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი ლევან გოგიჩაიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×