რეზონანსი
28.07.2026

ევროკავშირში გადაწყვეტილებების კონსენსუსით მიღების წესის გაუქმების გერმანულ ინიციატივას უკვე 12 ქვეყანა შეუერთდა. 

"ქართულ ოცნებაში" ფიქრობენ, რომ თუკი ეს ინიციატივა განხორციელდა, ევროკავშირი, თითქმის გარანტირებულად, თანასწორ წევრთა გაერთიანებიდან დიდი სახელმწიფოების მიერ მართულ კავშირად გადაიქცევა.  

მათივე თქმით, კანდიდატ ქვეყნებს სთავაზობენ არა არსებულ კავშირში თანასწორ წევრობას, არამედ წინასწარ შეცვლილ სისტემას, რომელშიც უფლებები და გავლენის ბერკეტები შეეზღუდებათ. 

„ევროკავშირი, როდესაც იქმნებოდა, ერთ-ერთ მთავარ პრინციპად და ღირებულებად იქნა აღიარებული თანასწორობა, თანასწორუფლებიანობა, იმისთვის, რათა ჩვენ არ მიგვეღო ის შედეგი, რომ დიდ სახელმწიფოებს ჰქონოდათ ზეგავლენის ბერკეტები პატარა ქვეყნებზე და ფაქტობრივად, ჰქონოდათ საშუალება იმისა, რომ პირდაპირ დაპირისპირებოდნენ მათ ეროვნულ ინტერესებს.

ძალიან სამწუხაროა, რომ ევრობიუროკრატიას და ბრიუსელს გადაწყვეტილი აქვს, რომ ერთის მხრივ - დეკლარირებული გაფართოების პროცესის კვალდაკვალ, შემოიღოს პირდაპირი სეგრეგაცია წევრთა შორის და ეს იქნება ახლად გაწევრებული სახელმწიფო თუ შედარებით პატარა ქვეყანა, მას შეუქმნას იმგვარი პირობები, რომლებიც გულისხმობს, რაც შეიძლება მეტი ვალდებულების აღებას ამ სახელმწიფოებისთვის, მაგრამ მეორეს მხრივ - მათთვის ყოველგვარი უფლების აყრას, რაც პირდაპირ არის საფრთხის შემცველი სახელმწიფო სუვერენიტეტისთვის“, - აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×