რეზონანსი
27.07.2026

სასამართლომ პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსის, იოსებ სიგუას მიმართ გამოწერილი შემაკავებელი ორდერი ძალაში დატოვა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლელა გოგიშვილმა მიიღო. მისი განმარტებით, სასამართლოში არ დადასტურდა სიგუას მხრიდან არც ფიზიკური და არც ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტი, თუმცა, იმის გამო, რომ სისხლისსამართლებრივი გამოძიება დაწყებულია, ორდერი ძალაში რჩება.

შეგახსენებთ, იოსებ სიგუას მეუღლემ, სოფიო სიგუა-შატბერავამ „ნოდარ მელაძის შაბათში“ განაცხადა, რომ იოსებ სიგუა მას სიცოცხლის მოსპობით, მე-12 სართულიდან გადაგდებით, კასრში ჩასმითა და დამარხვით ემუქრებოდა.

დაზარალებულის მიმართვის საფუძველზე, იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი აქვს გამოწერილი და მასზე ელექტრონული სამაჯურის მეშვეობით ელექტრონული მონიტორინგი ხორციელდება.

სიგუას მიმართ ელექტრონული სამაჯურით მონიტორინგი თბილისის სააპელაციო სასამართლომაც ძალაში დატოვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×