რეზონანსი
27.07.2026

თბილისში, ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე, ერთ-ერთი მშენებარე ობიექტიდან გადმოვარდნის შედეგად მუშა დაიღუპა. აღნიშნულთან დაკავშირებით, ხელოვნებათმცოდნე ცირა ელისაშვილი სოციალურ

ქსელში პოსტს აქვეყნებს. 

„ეს გიორგი კელენჯერიძეა. რუსთაველის 30 ნომრის მშენებლობიდან ჩამოვარდნილი. 37 წლის. მას გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციიდან ვიცნობდი. ზურაბ ოზმანოვის ჯგუფის წევრი იყო. ამ ჯგუფს უპირობოდ ვენდობი.

საოცარი ბიჭი იყო, მშვიდი, სიტყვაძუნწი, მუდამ მომღიმარი და საკუთარი საქმის ძალიან დიდი პროფესიონალი.

თბილისმა დიდი იმედი დაკარგა. ძალიან უდროო იყო მისი წასვლა. წარმოუდგენელი დანაკლისია. ერთი, რაც ვიცი გიორგი შეცდომას არ დაუშვებდა, იმხელა გამოცდილება ჰქონდა. მშენებლობის დროს უსაფრთხოების ყველა ზომა უნდა იყოს დაცული, ასეთი ადამიანური და პროფესიული ტრაგედია რომ არ განმეორდეს.

მადლობა, გიო, თბილისისთვის და ბოდიში“, – წერს ცირა ელისაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×