რეზონანსი
26.07.2026

აჭა­რა­ში მცხოვ­რე­ბი 60 წლის ინგა ბაგ­რა­ტი­ო­ნი წელს აბი­ტუ­რი­ენ­ტია და ახა­ლი პრო­ფე­სი­ის, თურ­ქო­ლო­გი­ის შეს­წავ­ლას გეგ­მავს. ამ­ბობს, რომ სწავ­ლა ასაკ­თან არ არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და ახა­ლი ცოდ­ნის მი­ღე­ბა ყო­ველ­თვის შე­საძ­ლე­ბე­ლია.

"ვარ რუ­სუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის პე­და­გო­გი. გა­ნათ­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლი მაქვს მინ­სკის სა­ხელ­მწი­ფო პე­გა­დო­დი­ურ ინ­სტი­ტუ­ტში. ჩვენ­თან როცა და­ი­წყო პე­და­გო­გის გა­მოც­დე­ბი იმ წელსვე ჩა­ვა­ბა­რე და მოვ­ხვდი სა­უ­კე­თე­სო 20 პრო­ცენ­ტში. შემ­დეგ წა­ვე­დი მა­ღალმთი­ან რე­გი­ონ­ში, ჯა­ვა­ხეთ­ში. არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვან ბავ­შვებს ვას­წავ­ლი­დი ქარ­თულს 10 წელი, როცა ჩავ­თვა­ლე, რომ ჩემი მო­ვა­ლე­ო­ბა შე­ვას­რუ­ლე სა­ხელ­მწი­ფოს წი­ნა­შე, ბავ­შვე­ბის წი­ნა­შეც, ისევ დავ­ბრუნ­დი ბა­თუმ­ში, და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა ერთ-ერთ ძა­ლი­ან პრეს­ტი­ჟულ კერ­ძო სკო­ლა­ში.

რამ­დე­ნი­მე წლის წინ, რო­დე­საც ვი­ყა­ვი ჯა­ვა­ხეთ­ში, პირ­ვე­ლად შევ­ხვდი ფა­მუქს, ელიფ შა­ფაქს და მივ­ხვდი რომ აღ­მო­სავ­ლუ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რა სხვა გან­ზო­მი­ლე­ბაა და გან­სხვავ­დე­ბა კლა­სი­კუ­რი ევ­რო­პუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რი­დან, რა­ზეც ჩვენ ვართ გაზ­რდი­ლე­ბი", - ამ­ბობს ინგა ბაგ­რა­ტი­ო­ნი.

რო­გორც ჩვენ­თან სა­უბ­რი­სას პე­და­გო­გი ამ­ბობს, ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის­თვის არ მომ­ზა­დე­ბუ­ლა, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ სტუ­დენ­ტი კი­დევ ერთხელ გახ­დე­ბა და სექ­ტემ­ბრი­დან ბა­თუ­მის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლას შე­უდ­გე­ბა.

"არ მოვმზა­დე­ბულ­ვარ, აბი­ტუ­რი­ენ­ტი მყავ­და ქარ­თულ­ში, მაგ­რამ ის იყო არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი და მას­თან ყვე­ლა სა­კი­თხი არ გა­მივ­ლია. რაც შე­ე­ხე­ბა ის­ტო­რი­ას, ჩემს კო­ლე­გას­თან გა­ვი­ა­რე კონ­სულ­ტა­ცია. ყვე­ლას ვურ­ჩევ, თუ ვინ­მეს სურ­ვი­ლი აქვს, ასა­კის ნუ შე­ე­შინ­დე­ბათ, გა­ბე­დონ და გა­ა­კე­თონ ის, რისი გა­კე­თე­ბაც უნ­დათ, მით უმე­ტეს, როცა ეს სწავ­ლას ეხე­ბა," - იმ­ბობს ინგა ბაგ­რა­ტი­ო­ნი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×