რეზონანსი
25.07.2026

მომავალ კვირას სენატორი გრემის სასანქციო კანონპროექტის ფონზე, ყურადღებით უნდა ვიყოთ - რუსეთმა ვითომ მშვიდობაზე ზრუნვით შესაძლოა მისი ჩაშლა სცადოს.

ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა სოციალურ ქსელში წერს.

“ბოლო წლების განმავლობაში ერთი ტენდენცია აშკარაა: ყოველ ჯერზე, როდესაც ახალი მნიშვნელოვანი სანქციები ახლოვდება - განსაკუთრებით, აშშ-ის მხრიდან - პუტინი ყველა ღონეს ხმარობს დროის მოსაგებად.

მისი საყვარელი იარაღი? ყალბი დიპლომატია, დადგმული სატელეფონო ზარები და არაკეთილსინდისიერი შეხვედრები.

მომავალ კვირას სენატორი გრემის სასანქციო კანონპროექტის ფონზე, ყურადღებით უნდა ვიყოთ. რუსეთმა ვითომ მშვიდობაზე ზრუნვით შესაძლოა მისი ჩაშლა სცადოს.

მოსკოვზე სასანქციო ზეწოლის გამკაცრება არა მხოლოდ დროულია - ის სასიცოცხლოდ მნიშნველოვანია რუსული ტერორის წინააღმდეგ საბრძოლველად და ომის რეალური დასრულების იძულებისთვის,” - წერს სიბიგა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×