რეზონანსი
25.07.2026

ბათუმში სროლის შედეგად დაჭრილი 31 წლის მამაკაცი, რომელიც ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა, ოჯახის მოთხოვნით თბილისში გადაიყვანეს.

როგორც ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო კლინიკაში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, 31 წლის მამაკაცის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. იგი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ბათუმში, ინასარიძის ქუჩაზე, სროლის შედეგად 31 წლის მამაკაცი მძიმედ დაიჭრა.

ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევის შემდეგ სავარაუდო თავდამსხმელი ადგილიდან მიიმალა.

მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 236-ე მუხლებით აწარმოებს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×