რეზონანსი
25.07.2026

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ერთად, დედოფლისწყაროში, შირაქის ველზე ხორბლის მოსავლის აღების პროცესს გაეცნო.

„ჩვენი მიზანია, სრულად გამოვიყენოთ ის პოტენციალი, რაც ხორბლის წარმოებაში არსებობს. გავზარდოთ როგორც წარმოების ეფექტიანობა, ისე თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი. მეხორბლე ფერმერებთან აქტიური კომუნიკაცია გვაქვს და მათი საჭიროებების გათვალისწინებით ვმუშაობთ კონკრეტული მხარდაჭერის მექანიზმების გაძლიერებაზე“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ 2025 წელს საქართველოში წარმოებულია 145.3 ათასი ტონა ხორბალი, საიდანაც 116.2 ათასი ტონა (დაახლოებით 80%), კახეთის რეგიონზე მოდის. 2025 წელს ხორბლის საშუალო მოსავლიანობამ ჰექტარზე 2.9 ტონა შეადგინა.

მინისტრთან ერთად შირაქის ველზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და წევრები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×