რეზონანსი
25.07.2026

 ვე­რა­ზე, 17 წლის ბი­ჭის მკვლე­ლო­ბი­სა და 3 პი­რის დაჭ­რის­თვის და­კა­ვე­ბულ ნიკა კა­პა­ნა­ძეს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და.

ბრალ­დე­ბუ­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გამო სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი ალექ­სან­დრე ალა­დაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის კლი­ნი­კა­ში ჩა­ტარ­და.

ბრალ­დე­ბუ­ლის სა­პა­ტიმ­რო­ში გა­დაყ­ვა­ნა დღეს­ვე მოხ­დე­ბა.

ცნო­ბის­თვის, 22 ივ­ლისს, ვე­რა­ზე, შა­ნი­ძის 31-ში, გვი­ან ღა­მით, ნიკა კა­პა­ნა­ძის კუთ­ვნი­ლი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან გას­რო­ლის შე­დე­გად 4 ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის, 2 არას­რულ­წლო­ვა­ნი და­იჭ­რა, ერთი მათ­გა­ნი - 17 წლის ნი­კო­ლოზ ღუ­ნაშ­ვი­ლი კლი­ნი­კა­ში გარ­და­იც­ვა­ლა. მომ­ხდარ­ზე სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა 42 წლის ნიკა კა­პა­ნა­ძე მის კუთ­ვნილ სას­ტუმ­რო­ში და­ა­კა­ვეს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­კა­ვე­ბუ­ლი წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვია. ამას­თან, მას დე­დის, დოდო ოდი­შა­რი­ას მი­მართ შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რი ჰქონ­და გა­მო­წე­რი­ლი.

ამას­თან, დედა კა­პა­ნა­ძის ფსი­ქი­კურ პრობ­ლე­მებ­ზე სა­უბ­რობს. რაც შე­ე­ხე­ბა მომ­ხდარს, თავ­და­პირ­ვე­ლად შე­ლა­პა­რა­კე­ბა და­კა­ვე­ბულ ნიკა კა­პა­ნა­ძის დე­და­სა და დაჭ­რი­ლებს შო­რის მოხ­და. კერ­ძოდ კი, კა­ფე­დან გა­მო­სულ ახალ­გაზ­რდებს, რო­მელ­თა ავ­ტო­მან­ქა­ნაც და­კა­ვე­ბუ­ლის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის წინ იდგა, ქალ­მა შე­ნიშ­ვნა მის­ცა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სწო­რედ აღ­ნიშ­ნუ­ლის შემ­დეგ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა და­კა­ვე­ბულ­მა გას­რო­ლა. "ალფა რო­მე­ოს" მარ­კის ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში მყო­ფი ოთხი პი­რი­დან ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან გას­რო­ლი­ლი ტყვია სამს მოხ­ვდა, მძღო­ლი კი არ და­შა­ვე­ბუ­ლა. რაც შე­ე­ხე­ბა მე­ო­თხე დაჭ­რილს, ის ტაქ­სით გა­და­ად­გილ­დე­ბო­და, რა დრო­საც მას გას­რო­ლი­ლი ტყვია მოხ­ვდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×