რეზონანსი
25.07.2026

 "ენ­გურ­ჰე­სის" დი­რექ­ტო­რი, ლე­ვან მე­ბო­ნია ელექტრო­ე­ნერ­გი­ის მას­შტა­ბუ­რი გა­თიშ­ვის მი­ზე­ზებს გან­მარ­ტავს. რო­გორც ის "ტვ პირ­ველ­თან" ამ­ბობს, იმე­რეთ­ში 500-კი­ლო­ვა­ტი­ა­ნი ხაზი გა­მო­ირ­თო და "ენერ­გო­სის­ტე­მა მთლი­ა­ნად და­ი­შა­ლა".

"ხაზი გა­მო­ირ­თო 500 კი­ლო­ვა­ტი­ა­ნი, იმე­რე­თის. მე რა­ვი­ცი ახლა მი­ზე­ზი, სა­დღაც მოხ­და მოკ­ლე ჩარ­თვა, ვა­ერ­თებთ აგ­რე­გა­ტებს და აღ­დგე­ბა მალე.

ენ­გურ­ჰე­სი უკავ­შირ­დე­ბა ელექტრო­ნულ სის­ტე­მას ზეს­ტა­ფო­ნამ­დე ამ ხა­ზით. ძა­ლი­ან დიდი ტვირ­თი გა­დი­ო­და - რომ გა­მო­ირ­თო, და­ირ­ღვა რე­ჟი­მი და და­ი­შა­ლა მთლი­ა­ნად ენერ­გო­სის­ტე­მა. ავა­რი­ის აღ­დგე­ნის პრო­ცეს­ში ვართ", - აცხა­დებს მე­ბო­ნია.

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო ელექტრო­სის­ტე­მის ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ახ­ლო­ე­ბით 08:00 სა­ათ­ზე, ქვეყ­ნის მას­შტა­ბით ელექტრო­ე­ნერ­გი­ის მი­წო­დე­ბა მოკ­ლე პე­რი­ო­დით ავა­რი­უ­ლად გა­ი­თი­შა.

"ამ ეტაპ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს აღ­დგე­ნი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი.

ავა­რი­ი­დან მოკ­ლე დრო­ში, 08:05 სა­ა­თი­დან ელექტრო­ე­ნერ­გი­ის მი­წო­დე­ბა ეტა­პობ­რი­ვად აღუდ­გა თბი­ლი­სი­სა და რე­გი­ო­ნე­ბის დიდ ნა­წილს. ქვეყ­ნის მას­შტა­ბით ელექტრო­ე­ნერ­გი­ის სრუ­ლად აღ­დგე­ნის პრო­ცე­სი უმოკ­ლეს დრო­ში დას­რულ­დე­ბა. პა­რა­ლე­ლუ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს ავა­რი­ის ზუს­ტი მი­ზე­ზე­ბის დად­გე­ნა, რის შე­სა­ხე­ბაც სა­ზო­გა­დო­ე­ბას და­მა­ტე­ბით მი­ვა­წო­დებთ ინ­ფორ­მა­ცი­ას" , - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×