რეზონანსი
25.07.2026

 საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა განცხადებას ავრცელებს.

„10:15 საათისთვის ელექტროენერგიის მიწოდება მთელი ქვეყნის მასშტაბით სრულად აღდგა.

ავარიის დაფიქსირებისთანავე, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ" დაუყოვნებლივ დაიწყო ენერგოსისტემის აღდგენა. ინტენსიური და კოორდინირებული მუშაობის შედეგად ელექტროენერგიის ეტაპობრივად მიწოდება მომხმარებლისთვის უმოკლეს დროში დაიწყო.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამომწვევი მიზეზის დადგენა, რის შესახებაც საზოგადოებას დამატებით მივაწოდებთ ინფორმაციას", - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×