რეზონანსი
25.07.2026

წინა ხელისუფლების პირობებში საკმაოდ მძიმე ტრავმები მაქვს გადატანილი, როგორც ჟურნალისტს, მხოლოდ და მხოლოდ პროფესიული საქმიანობის გამო. მათ შორის,  სიცოცხლის მოსპობის მცდელობის ამბავზე, როცა ხელყუმბარა მესროლეს,- ამის შესახებ ჟურნალისტმა, გელა მთივლიშვილმა,  გადაცემაში “ რეაქცია” განაცხადა.

მთივლიშვილის განცხადებით, ვახო სანაიას 14-დღიანი პატიმრობა უარესია, ვიდრე ის, რომ მას წინა ხელიაუფლების დროს ხელყუმბარა ესროლეს. 

“წინა ხელისუფლების პირობებში საკმაოდ მძიმე ტრავმები მაქვს გადატანილი, როგორც ჟურნალისტს, მხოლოდ და მხოლოდ პროფესიული საქმიანობის გამო. მათ შორის,  სიცოცხლის მოსპობის მცდელობის ამბავზე, როცა ხელყუმბარა მესროლეს, მითქვამს ეს რამდენჯერმე, ხომ? საცხოვრებელ სახლში. ის, რაც დღეს ვახო სანაიას გაუკეთეს, ფეისბუქზე დაწერილი პოსტის გამო რომ 14 დღით დააპატიმრეს, რაც ფაქტობრივად სისხლის სამართლის სასჯელს უტოლდება, ეს იმაზე უარესია, ვიდრე მე რომ ხელყუმბარა მესროლეს წინა ხელისუფლების პირობებში“ - განაცხადა გელა მთივლიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×