
სამოქალაქო აქტივისტი, რომელიც სოციალურ ქსელში მარიამ სამუს სახელით წერს, იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს საავადმყოფოში გაჰყვა, სადაც ვერაზე დაჭრილი ახალგაზრდებიც მიიყვანეს:
,,კლინიკაში გავიგე ახლა, რომ 17 წლის ბიჭი მომკვდარა აქ, ხორავაზე რომ დაჭრეს. ვინც დოკუმენტებს მავსებინებს, იმ ქალმა მითხრა. ტირილით ვეუბნები, არ ვიცი, თქვენ როგორ აზრზე ხართ, მაგრამ ამ ქვეყნის მოქალაქე ვინც კი ვართ, ყველამ ხმა უნდა ამოვიღოთ, ასე ცხოვრება როგორ შეიძლება, ონისეც იმის გამო ცემეს, რომ აპროტესტებს-მეთქი. და ესენი კი არ ვარგიან, მაგრამ აქციებზე მაინც რატომ დადიხართო. რა ვთქვა, აღარ ვიცი. ამ ოთახში, სადაც ვზივარ. ამ მკვდარი 17 წლის ბიჭის ტელეფონი რეკავს და ექიმებმა არ იციან, უპასუხონ თუ გათიშონ“.
ცოტქ ხნის წინ შსს-მ დაადასტურა, რომ ვერაზე, სროლის შედეგად დაჭრილი ერთ-ერთი არასრულწლოვანი გარდაიცვალა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე