რეზონანსი
22.07.2026

ორგანიზაცია Raiting Group-ის მიერ ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვის თანახმად, უკრაინელების 72% მიხაილო ფედოროვის თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გადაყენებას მხარს არ უჭერს.

ფედოროვის გათავისუფლებას მხარს გამოკითხულთა მხოლოდ 5% უჭერს. კიდევ 17% ფიქრობს, რომ მათ ეს ამბავი არ აინტერესებთ, ხოლო 6%-ს კითხვაზე პასუხის გაცემა უჭირს.

ამასთან ერთად, გამოკითხულთა 38% სრულად უჭერს მხარს ფედოროვს, ხოლო 27% - უფრო მხარს უჭერს, ვიდრე არა.

გამოკითხვა 20-21 ივლისს სატელეფონო ინტერვიუს სახით ჩატარდა. მასში მონაწილეობა 1 000 რესპონდენტმა მიიღო. ცდომილება 3,1% შეადგენს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×