ნატალია ჯვარიძე
21.07.2026

თელავში ქორწილის დროს წარმოქმნილი კონფლიქი საზოგადოებში განხილვის მთავარ თემად იქცა. ყველა ხაზს უსვაბს, რომ ძალადობა მიუღებელი და დასაგმოვია. თუმცა პარალელურად ყველაფერში ან რუს ტურისტებს ადანაშაულებენ, ან ამასთან ერთად ხელისუფლების ბრალსაც ხედავენ. ნაწილი კი უფრო შორს მიდის და „რუსეთის მიერ ყველაფრის წინასწარ დაგეგმის შესახებ შეთქმულების თეორიებს ანვითარებს.

შსს: რა მოხდა „აგარანის მამულში“

თელავში, სასტუმრო „აგარანის მამულში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა. 

„მოწმეთა ჩვენებების მიხედვით, თელავში, ერთ-ერთ სასტუმროში, ქორწილის მიმდინარეობისას სასტუმროში დამსვენებელმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა სასტუმროს ნომრის აივნიდან შეურაცხყოფა მიაყენეს ქორწილში მყოფ პირებს და წყალი დაასხეს აპარატურა“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

ამას მოჰყვა შელაპარაკება, ქორწილის ერთ-ერთმა სტუმარმა (გიორგი ჩიგლაძემ) ტურისტების ნომერში ასვლა გადაწყვიტა, კამათის დროს კი ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ გოგონას სახეში მუშტი დაარტყა. 

პოლიციამ ბრალდებული მალევე დააკავა. პროკურატურამ მას ბრალი ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე/მსუბუქი დაზიანებისმ უხლით წარუდგინა.  

დაზარალებულთა პოზიცია

დაზარალებული გოგოების თქმით, ისინი (5 კაციანიჯგუფი) სასტუმროში ახალი დაბინავებულები იყვნენ და შამპანური გახსნეს. ისინი უარყოფენ, რომ ვინმეს პროვოცირება მოახდინეს ან წყალი განზრახ გადაასხეს. მათი თქმით, შესაძლოა აივნიდან შამპანურის რამდენიმე წვეთი შემთხვევით „გადავარდა“.  

მათი მტკიცებით, ოთახის კარზე კაკუნის შემდეგ იფიქრეს, რომ სასტუმროს თანამშრომელი იყო, თუმცა ოთახში შევარდა აგრესიული მამაკაცი. 

სიტყვიერი დაპირისპირებისას მამაკაცმა ერთ-ერთ გოგოს, ალენა ნესტერტიუკს სახეში დაარტყა, რის შედეგადაც მას ცხვირის ძვლის ტრავმა და ტვინის შერყევა აღენიშნებოდა .

აღსანიშნავია, რომ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოში თავად დაზარალებილი კონფლიქტის მიზეზად მათ რუსულად ლაპარაკს ასახელებდნენ.  

რუსეთი, რუსები და პოლიტიკური სპეკულაციები

თელავში მომხდარმა ინციდენტმა სოციალურ ქსელებსა და მედიაში სწრაფად შეიძინა პოლიტიკური 

პარტია „ლელო-ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ფიქრია ჩიხრაძემ ყველაფერი რუსეთთან უვიზო რეჟიმს დაუკავშირა. მისი მტკიცებით, პრობლემა რუსების მხრიდან „იმპერიული სულით გაჟღენთილი დამოკიდებულებაშია“.

  • თეონა აქუბარდია: ეს რაც ჩვენ კახეთში ვნახეთ, ვფიქროს არის პროვოკაცია და არ გამოვრიცხავ, იმას რომ ეს პროვოკაცია იყოს შეგნებულად გაკეთებული.

„იმპერიული სული“ აქვთ რუს ტურისტებს, კულტურია მოღვაწეებს, ცალკეული გამონაკლისების გარდა, ნებისმიერ სტუმარს, მათ ვინც სახლებს თუ მიწებს ყიდულობენ, ან ბიზნესებს ხსნიან.

„2022 წელს, როდესაც რუსეთი შეაჭრა უკრაინაში და ომში არწამსვლელთა ნაკადი მოაწყდა საქართველოს, ჩვენ ვამბობდით, რომ აქ ვერ მოახდენდი გარჩევას, თუ ვინ გამოექცა ომს და ვი არა, ვინ ანტიპუტინისტია თუ პუტინისტია, მაგრამ ამჯერად ურჩევნია ომში სხვა წავიდეს.

ჩვენ ვამბობდით, რომ აუცილებლად უნდა შემოგვეღო სავიზო რეჟიმი.ასევე საოკუპაციო მოსაკრებელი“, - აცხადებს ჩიხლაძე.

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი თვლის, რომ დაპირისპირება წინასწარ დაგეგმილი არ იყო, თუმცა აუცილებლად მიიჩნებს, რომ ყველა რუსმა ტურისტმა საზღვარზე ხელმოწერით აღიაროს საქართველო საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

დავით უსუფაშვილი: კი ბატონო მობრძანდით, მაგრამ მიგვიწერეთ ხელი ძალიან პატარა დოკუმეტზე, რომელშივ წერია თუ რომელ ქვეყანაში შემოდიხართ და, თქვენი წარმოდგენით, სადამდე ვრცელდება მისი იურისდიქცია.

„მექმნება შთაბეჭდილება, რომ ეს იყო არა დაგეგმი;ი პროვოკაცია, არამედ ძალიან დიდ და სერიუზულ თემებამდე მისული გაუგებრობა. პრობლების მთავარი მაწილი დაიყვანება არც მეტი, არც ნაკლები  რუსულ-ქართულ ურთიერთობებამდე და ამ საკითხში უკვე ვერც სასტუმროს ადმინისტრაცია, ვერ რომელიმე უსაფრთხოების თანამშრომელი, ვერც რომელიმე ჟურნალისტი, ვბერც კომემტატორი ვერაფერს ვერ გავხდებით.

რა მაქვს მხედველობაში - საქართველოში შემოსვლის მსურველი მოქალაქე საზღვარზე წარადგენს პასპორტს და  ამბობს რომ მე ვარ აი იმ ქვეყნის მოქალაქე და მე მსურს თქვენს ქვეყანაში შემოსვლა. რა არის ეს ქვეყანა და სად ვრცელდება იმისი იურისდიქცია?

  • ბეჟან ჯავახია : თელავის კონფლიქტმა პირდაპირ დაგვანახა, რომ პროცესი მზადდება იმისათვის რომ დამპყრობელს აქ იმუნიტეტი ჰქონდეს.

სწორედ იმიტომ, რომ საქართველოს ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილი ოკუპირებულია და რუსეთის პოლიტიკა მიდის ანექსიისკენ, ჩვენ გვაქვს მორალურ-პოლიტიკური არ მხოლოდ უფლება, არამედ მოვალეობაც ეს საკითხი სამართლებლივ სივრცეში გადავიტანით და დავსვათ საკითხი ძალიან მარტივად. კი ბატონო მობრძანდით, მაგრამ მიგვიწერეთ ხელი ძალიან პატარა დოკუმეტზე, რომელშივ წერია თუ რომელ ქვეყანაში შემოდიხართ და, თქვენი წარმოდგენით, სადამდე ვრცელდება მისი იურისდიქცია. ანუ მინდა ვიყო დარწმუნებული, რომ თქვენ ამ ემ პატარა, ლამაზ ქვეყანას აღიარებთ ისეთად და იმხელად, რაც აღიარებულია ყველას მიერ, გარდა რუსეთისა”,- განაცხადა უსუფაშვილმა.

ოპოზიციონერი, თეონა აქუბარდიაც ცალსახად დაგეგმილ პროვოკაციაზე საუბრობს, თუნცა უცნობია, თუ რა ფაქტებს ეფუძნება მისი პოზიცია.

ვიკა ბუკია: მათ ხმაური კი არ აწუხებდათ, მათ აღიზიანებდან ეს ბედნიერება, ქართული სუფრა. რუს ტურისტებს აღიზიანებთ, რუსულად რომ არ სცემ პასუხს”.

„ეს რაც ჩვენ კახეთში ვნახეთ, ვფიქროს არის პროვოკაცია და არ გამოვრიცხავ, იმას რომ ეს პროვოკაცია იყოს შეგნებულად გაკეთებული. იმიტომ რომ, ვიცით რომ რუსეთს ამ ტიპის პროვოკაციაების გამოყენება შეუძლია სხვადასხვა მიზნებიდან გამომდინარე”,- ამტკიცებს აქუბარდია

ისტორიკოსი  ბეჟან ჯავახია ყველაფერში რუსეთის ხელს ხედავს:

„თელავის კონფლიქტმა პირდაპირ დაგვანახა, რომ პროცესი მზადდება იმისათვის რომ დამპყრობელს აქ იმუნიტეტი ჰქონდეს.

ეს თემა ნამდვილად ღირს ფართო განხილისათვის, ვიდრე ჩვეულებრივი ყოფითი მოვლენა იქნებიდა. რუსეთის იმპერიას ინტერესი საქართველოს მიმართ არ დაუკარგავს, არ დაუკარგავს საბჭოთა კავშირის ძველ საზღვრებში აღდგენის სურვილი. ეს პროცესი, ეს პროვოკაციები მათ ნამდვილად აწყობთ.

2024 წლიდან, ბოლო გამოკითვით  200 ათასით არის გაზრდილი საქართველოს მოსახლეობა, ეს არის უმეტესწილად მაინც რუსეთიდან შემოსული მოქალაქეები.

იმპერიას აქვს ასეთი თვისება, მმართველს აქვს უფლება შექმნას თავისი სამართალი, ანუ დამპყრობელი ხელშეუხებელი გახადოს. რეჟიმი, რომელიც ამ წუთში არის, მართავს რუსული კანონებით. მე მგონია, რომ ეს არის სამომავლო პროექტი. თელავის კონფლიქტმა პირდაპირ დაგვანახა, რომ პროცესი მზადდება იმისათვის რომ დამპყრობელს აქ იმუნიტეტი ჰქონდეს”,- ამბობს ჯავახია.

ჟურნალისტმა ვიკა ბუკიამ თავის გადაცემაში წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციის შესახებ იგივე შეთქმულების თეორია განავითარა: 

„ეს იყო დაგეგმილი პროვოკაცია. როდესაც ხმაურით შეწუხებულს მთავაზობენ შევცვალო ნომერი. ადეკვატური რეაქცია არის, რომ გადავიდე სხვა ნომერში., სადაც ეს ხმაური არ შემაწუხებს. 

მიუხედავად ამ შეთავაზებისა, ეს ქალები აგრძელებენ ამ პროვოკაციას, იმიტომ რომ მათ ხმაური კი არ აწუხებდათ, მათ აღიზიანებდან ეს ბედნიერება, ქართული სუფრა. რუს ტურისტებს აღიზიანებთ, რუსულად რომ არ სცემ პასუხს”.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×