რეზონანსი
22.07.2026

იტალიის ქალაქ ნეაპოლში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების დახმარებით, დაკარგულად მიჩნეული თელაველი ევა ამირანაშვილი იპოვეს.

ემიგრანტების ჯგუფში გავრცელებული ინფორმაციით, ევას მოძებნის თხოვნით, ქართველებს მისმა მეუღლემ მიმართა. მათი ცნობით, ქალი მძიმე მდგომარეობაში იმყოფება - არ აქვს სამსახური, ტელეფონი და საცხოვრებელი ადგილი.

ემიგრანტები წერდნენ, რომ ქალს საქართველოში დაბრუნებაში დახმარება სჭირდებოდა და მის დასახმარებლად თანხის შეგროვებას გეგმავდნენ. ამჯერად კი მარი ძამუკაშვილი სოციალურ ქსელში თელაველებსა და ყველას, ვინც შესაძლოა მის ახლობლებს იცნობდეს, დახმარებისკენ მოუწოდებს.

„ჩემს მეგობრებში უამრავი თელაველია. ძალიან გთხოვთ, გულთან მიიტანოთ. ძალიან მძიმე სიტუაციაში იმყოფება ქართველი გოგონა, რომელიც გვინდა სახლში დავაბრუნოთ. ამჟამად ნეაპოლშია. ვეძებ ახლობლებს ან ოჯახის წევრებს. ეს ევა ამირანაშვილია,“ - წერს ძამუკაშვილი.

გავრცელებული ინფორმაციით, ქალი ამ ეტაპზე არავის მიჰყვება და საქართველოში დაბრუნებაზე გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

„ევას დედას აღდგომის შემდეგ შვილი არ უნახავს და მასთან კავშირი არ ჰქონია“, - თქვეს ემიგრანტების ჯგუფის წევრებმა. 

მთავარი ამბები კახეთიდან

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×