რეზონანსი
22.07.2026

თბილისში ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი იპოვეს. 33 წლის გიორგი ცხვიტავა სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ეკის მკვიდრი იყო. 

„შოკირებულია სოფელი. სიცოცხლით სავსე ახალგაზრდა იყო. უკვე ჩამოასვენეს სენაკში. ტრაგედია ორი დღის წინ მოხდა. ადრე ევროპაში მუშაობდა, ბოლოს კი თბილისში. მშრომელი ბიჭი იყო…“, – ამბობს წყარო.

„პრაიმტაიმს“ ინფორმაცია დაუდასტურა ეკის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელმა, იოსებ ელიავამ.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

წყარო: პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×