რეზონანსი
21.07.2026

როცა წვიმა მოდის, ხალხი არის დაფეთებული და შეშინებული - არ არის ნორმალური ქალაქში წვიმის მოსვლა უკავშირდებოდეს შიშებს , - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი ფავლენიშვილმა დედაქალაქში უხვი ნალექის შედეგად გამოწვეულ პრობლემებზე საუბრისას განაცხადა.

„პალიტრანიუსის" გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე" ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა, რომ „წინამორბედებზე საუბარი სირცხვილია, ბატონი კალაძე ხელისუფლებაში იმყოფება ცხრა წელია"

„სანიაღვრე სისტემები ყველაზე მეტად არ მუშაობს ხოლმე რეაბილიტირებულ ქუჩებზე, ეს საერთოდ არაადეკვატური მოვლენა გახლავთ. ქუჩებზე, რომლის რეაბილიტაციაც მოხდა და თვეების განმავლობაში არ შეგვეძლო გადაადგილება, მაინც და მაინც იმ ადგილებში ფიქსირდება ხოლმე ინფრასტრუქტურის მოშლა - სადაც ეს პრობლემა უნდა გამოსწორებულიყო, იქ წყალდიდობასთან დაკავშირებით ყველაზე დიდი პრობლემაა ხოლმე საბოლოო ჯამში.

მეგობრებთან ერთად ვიყავი და უხვი ნალექი რომ მოვიდა, დაფიქრდა ბევრი მათგანი, წვიმის ეშინიათ და ეს თუ ვინმეს ნორმალურად მიაჩნია, არ ვიცი რა უნდა ველაპარაკო ამ ადამიანებს. ქვეყნის ცენტრში, თბილისში რომ წვიმის მოსვლა აშინებთ ადამიანებს, ეს არის ძალიან მარტივი დემონსტრაცია იმის, თუ როგორი ინფრასტრუქტურული და პასუხისმგებლობიანი პოლიტიკა აქვს არა მარტო დედაქალაქის მერიას, არამედ მმართველ გუნდს.

როცა წვიმა მოდის, ხალხი არის დაფეთებული და შეშინებული. ადამიანები დარჩნენ სახლში, ისე ეშინოდათ სახლის დატოვების, არ არის ნორმალური ქალაქში ერთსაათიანი წვიმის მოსვლა, თუნდაც ორსაათიანი, უკავშირდებოდეს შიშებს, ვისაც ასეთ ქვეყანაში უნდა ცხოვრება, სადაც ეს ნორმალური იქნება, ეს უბედურება გახლავთ. ჩვენ არ უნდა შევეგუოთ ამას და ვეცადოთ, რომ უკეთესი ვიყოთ ამ მიმართულებით", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×