
"2018 წელს ერთ ერთ ბანკში ვმუშაობდი მოლარედ, როდესაც რუსი მომხმარებელი შემოვიდა და რადგან ნინო მეწერა გადაწყვიტა რომ რუსულად უნდა მესაუბრა. რაღაც დონეზე მტრის ენა ვიცი, მაგრამ არა ისე რომ საბანკო ტერმინოლოგია შემძლებოდა. მოკლედ ჩემი დამტვრეული რუსულით გავაგებინე რომ რუსული არ ვიცი, გვყავდა რუსულენოვანი ბანკირი და მას შეეძლო მომსახურეობა ამ ქალის მშობლიურ ენაზე. ამას მოყვა შეურაცხყოფა და როდესაც ვუთხარი, რომ რუსული არ არის ჩემი მშობლიური ენა და არ მოვსწრებივარ საბჭოთა კავშირს, მომაძახა, რატომ არ ამოგვწყვიტა პუტინმა 2008-ში. მოკლედ რუსები რომ პროვოკაციაში ნომერ პირველები არიან ამაში ნუ შემომედავებით. პ.ს. ძაან ცუდია ქალზე ხელის აღმართვა, თუმცა ამ შემთხვევაში მგონი ბიჭი უფროა დაზარალებული და დამცირებული ვიდრე ეს მძორი რუსი აშარაშკა! მაპატიეთ, რომ ქალთა უფლებებს ვარღვევ…
პ.ს მეზარება იმის მოყოლა რაც მაშინ მე ვქენი...
ძალიან ბევრი დამცველი გამოუჩნდით ამ რუსის აშარ მდედრს, მოდი ეხლა ესე გეტყვით, არც ერთი სხვა ქვეყნის მოქალაქე არ იკადრებდა იმას, რაც ამ ძუკნამ ქნა, გადაასხა შარდი, თუ წყალი თუ განავალი არ აქვს მნიშვნელობა, შეგნებულად გამოიყვანა ხალხი მდგომარეობიდან. შემდეგ გაუღო კარი ნასვამ, გამწარებულ მამაკაცს, რომელიც საერთოდ არ ეხება ხელით სანამ ეს ძუკნა არ ეცა ყელში. თან დაქალი უღებს ამ ყველაფერს, რადგან იცოდნენ რაც მოხდებოდა რომ აეტვირთათ სოც ქსელებში, როგორ ავიწროებენ რუსებს ქართველი “მუტრუკები”! ვაი თქვენს პატრონს უბედურს! არ გაბედოთ ეხლა შემოვარდეთ!!!! ყველა ცივილიზებული ადამიანი, როდესაც წუხდება რეკავს ან პოლიციაში, ან ადმინისტრაციაში ან მეპატრონესთან, მაგრამ ესენი ისე გააბლატავეთ, რომ თავზეც რომ გვიქნან ხმა არ უნდა ამოვიღოთ! დამიწერეთ ეხლა რო ომი მინდა!"- წერს ნინი შერმადინი სოციალურ ქსელში
ინციდენტი თელავში, სასტუმრო Agarani Estate-ში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ქორწილის სტუმრებს რუსულენოვანმა ქალებმა ნომრის აივნიდან შეურაცხყოფა მიაყენეს და სხვა და სხვა სახის სითხე გადაასხეს, რის შემდეგაც მათთან ნომერში ქორწილის მონაწილე დასალაპარაკებლად ავიდა, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. მოგვიანებით, უცხოეთის მოქალაქეებმა დამონტაჟებული ვიდეო სოციალურ ქსელში გაავრცელეს, ისინი ამტკიცებენ, რომ ქართველი კაცი თავს რუსულ ენაზე საუბრის გამო დაესხა
მომხდარზე დაკავებულია პირი, რომელმაც ქალს ფიზიკური დაზიანება მიაყენა, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს