
რუსკა მაყაშვილი ვიდეომიმართვაში საუბრობს იმის შესახებ, რომ მას ხშირად სიგამხდრის გამო აკრიტიკებენ და საზოგადოებას სთხოვს, ამ საკითხზე მეტად აღარ დაელაპარაკონ:
„ნამდვილად არ მეგონა, რომ ამ თემას დავუბრუნდებოდი. ერთადერთი თემაა, რომელიც მაგიჟებს და ნერვებს მიშლის. გარეგნობაზე რეპლიკები, რა მახინჯი ხარო, ფეხებზე მკიდია, მაგრამ ქუჩაში რომ მაჩერებენ, რა გამხდარი ხარო… რატომ გახდა სიგამხდრე დანაშაული, არ ვიცი, როცა ადამიანი თავს გრძნობს ჯანმრთელად, მშვიდად და წყნარად. ვერ ვხვდები, როდემდე უნდა გააგრძელონ ადამიანებმა სიგამხდრის გამო ლანძღვა. მარტო მე კი არ მლანძღავთ… შეეშვით ადამიანებს, ნუ ელაპარაკებით წონაზე ნურავის, ნურც მეგობრებს, რა გამხდარი ხარ, რა მსუქანი ხარ… იქნებ, ვისთვის რა პრობლემაა ეს და ვის რა აწუხებს. რა საჭიროა ამაზე საუბარი?
39 წლამდე ისე მოვედი, რომ სულ ვიყავი ძალიან გამხდარი. თუ გგონია, რომ კომპლიმენტს მეუბნებით, არ არის ასე. შეწყვიტეთ წონაზე საუბარი. თქვენს ზედმეტ ან ნაკლებ კილოგრამებს მიხედეთ. სიტყვა ანორექსიას რატომ ეხუმრებით? იცით, რა არის ანორექსია? ნუ იყენებთ მსგავს ლექსიკას… შეწყვიტეთ
ადამიანების დაშეიმინგება, რომ ნაკლები ან მეტი წონა აქვთ!.. დაანებეთ თავი ადამიანებს. ტვინი წაიღეთ. გეგონება, დავაშავე რაღაც, რომ გამხდარი ვარ“.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე