
გორში ავარიისას დაღუპული დედა-შვილის ოჯახის წევრი, ირმა ამბარდნიშვილი სოციალურ ქსელში რევაზ ელიზბარაშვილის შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს:
"დღეს გავიგე რევაზ ელიზბარაშვილი სამი თვის წინ ისეთი სისწრაფით გადაადგილდებოდა პატრული გამოეკიდა, არ დაემორჩილა სანამ გზა არ გადაუკეტეს. უგონო მთვრალი იყოო, საბუთები რომ მოსთხოვეს მანქანის უკანა ფანჯრები ჩაწია სუს-ის თანამშრომლები ისხდნენ და ვის უბედავ სამსახურიდან გაა***მო! აი, ასეა! ქვეყანა, სადაც კანონი არ მოქმედებს ძალოვანებზე, მათ ოჯახის წევრებზე, პარტიულ აქტივზე!
ვინც იმ მანქანაში ისხედით ყველა მკვლელები ხართ ჩემი ანის და მართასი! არ მაინტერესებს გამოიძიონ, ვინ ისხდნენ იმ მანქანაში და მინიმუმ სამსახური დაკარგონ კი არა, ციხეში უნდა გაუშვან. სამსახურეობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებისთვის! სკოლის ოროსნებით და გონებაჩლუნგებით რომ გაავსეთ სამსახურები! რა ქნას პატრულის უბრალო ინსპექტორმა, რა დღეში აგდებენ?" - წერს გორში ავარიისას დაღუპული დედა-შვილის ოჯახის წევრი, ირმა ამბარდნიშვილი სოციალურ ქსელში.
13 ივლისს გორში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, ქვეითად მიმავალ ახალგაზრდა ქალსა და მის მცირეწლოვან შვილს ავტომობილი დაეჯახა. ქალი კლინიკაში გადაყვანის შემდეგ მალევე გარდაიცვალა, 3 წლამდე ბავშვი კი მეორე დღეს დაიღუპა. ავტომობილის მძღოლი, რევაზ ელიზბარაშვილი შემთხვევის დღესვე დააკავეს. გორის რაიონულმა სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 15 ივლისს შეუფარდა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე