ნატალია ჯვარიძე
16.07.2026

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი, ნიკა ჩიტაძე სამწუხაროდ მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ ოპოზიციაში დაპირისპირებაა. სკეპტიკურად უყურებს ექსპრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ლიდერობის რესურსს მისი არაჯანსაღი ამბიციებისა და წარსული განცხადებების გამო. რაც შეეხება ახალ ძალებს, მათ შორის ვიქტორ ყიფიანის პარტიას, ჩიტაძე ფიქრობს, რომ მათ საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვების რეალური შანსი აქვთ.

„რეზონანსი”:  დღეს უკვე ნიკა გვარამიამ კი აკრიტიკებს გაერთიანების წევრებს. „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი სახე ნანუკა ჟორჟოლიანი დატტოვების მომხრეა. როგორ ხედავთ ამ ალიანსის მომავალს?

ნიკა ჩიტაძე: მე ასე მგონია, რომ არის რაღაცა შესაძლებლობა იმისა, რომ ვთქვათ „ნაცმოძრაობა“ გამოეყოს ამ ერთობას, თუმცა სამწუხარო იქნება, იმიტომ რომ  იმ ფონზე, როდესაც  ოპოზიციის წინაშე ამხელა პრობლემა, დღეს არსებობს საფრთხე, რომ ოპოზიციის რამდენიმე ლიდერი დააპატიმრონ. მითუმეტეს საბოტაჟის ბრალდებით. ჩემი აზრით, აუცილებელია ერთიანობა.  სამწუხაროა, რომ ოპოზიციის გარკვეულ წრეებს შორის თითქოს რაღაც კონკურენციაა -  ვინ უფრო დიდი ოპოზიციაა ივანიშვილის, მაგრამ ამ დროს ერთმანეთთან კონკურენცია უფრო გამოსდით. ამიტომაც არსებობს შანსი, ხო, რომ „ნაცმოძრაობა“ გამოეყოს, მაგრამ იმედი საერთო ჯამში, პარტიულ ინტერესებზე მაღლა,  ოპოზიციის და საქართველოს ინტერესები დადგება.

„რ”: ექსპრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციას აკრიტიკებს. აქვს თუ არა მას ლიდერობის რესურსი?

 ნ.ჩ: მას თავიდანვე უნდოდა ლიდერობის საკუთარ თავზე აღება, თუმცა რამდენად სანდოა ესაა საკითხავი. ზურაბიშვილი ამბიციური ქალია. ჯერ კიდევ 2008 წელს პრეზიდენტობის და მანამდე პრემიერ-მინისტრობის ამბიცია ჰქონდა, როცა ლევან გაჩეჩილაძე, „გრეჩიხა” რომ იყრიდა კენჭს პრეზიდენტობაზე. მაშინ ზურაბიშვილს პრემიერობაზე  პრეტენზია ჰქონდა. თუმცა ხშირად  ეს ამბიცია არ არის ჯანსაღი.

  • ნიკა ჩიტაძე: მე ასე მგონია, რომ არის რაღაცა შესაძლებლობა იმისა, რომ ვთქვათ „ნაცმოძრაობა“ გამოეყოს ამ ერთობას, თუმცა სამწუხარო იქნება, იმიტომ რომ  იმ ფონზე, როდესაც  ოპოზიციის წინაშე ამხელა პრობლემა, დღეს არსებობს საფრთხე, რომ ოპოზიციის რამდენიმე ლიდერი დააპატიმრონ. მითუმეტეს საბოტაჟის ბრალდებით.

არა, ლიდერობის რესურსი არა აქვს. არა მგონია  რაღაც ძაან ავტორიტეტი ჰქონდეს ოპოზიციურ სპექტრში.  პლუს მისი წარსულიც გასათვალისწინებელია.  იყო დრო, როცა  საქართველოს საკუთარი ტერიტორიის და ომის დაწყებაში ადანაშაულებდა.

„რ”: როგორ უყურებთ ოპოზიციიის მომავალ არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობას? მიაღწევენ რამე კონსენსუს?

ნ.ჩ:  ნაწილი თვლის, რომ სხვანაირად არ შეიძლება, ანუ  დემონსტრაციების გზით ხელისუფლების იძულება ვერ ხერხდება და  ჯობია არჩევნების ჩატარება. მეორე ნაწილი აცხადებს, რომ იმ პირობებში, როცა საქართველო არაა დემოკრატიული ქვეყანა და შესაბამისად, ქვეყანაში არ ტარდება თავისუფალი არჩევნები, შეუძლებელია ამ გზით გამარჯვება. ამიტომ უკეთესია საზოგადოების მობილიზაცია.  არსებობს ეს აზრთა სხვადასხვაობა. ორივე არგუმენტი თავისებურად რეალურია.  

დიდი ალბათობით, გახარიას პარტია და „ლელო”  არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ,  თუ  მანამდე ეს პარტიები არ აკრძალეს, რაც გამორიცხული არა, რადგან შესაძლოა „ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციური ველის მოსუფთავებას ეცადოს.  „ნაცმოძრაობა“ და „კოალიცია ცვლილებებისთვის”  ალბათ, არ მიიღებენ  მონაწილეობას,

„რ”: ახალ პარტიებს როგორ უყურებთ, რა პერსპექტივა აქვთ ვიქტორ ყიფიანისა და სხვა პარტიებს?

ნ.ჩ: აუცილებელია შესაბამისი სამუშაო წარმართონ, რომ ჰყავდეთ მხარდამჭერები. ალბათ, მოახრეხებენ იმდენს, რომ საზოგადოების რაღაც ნაწილის მხარდაჭერა მოიპოვონ. საჭიროა მათ ამომრჩევლებთან მუშაობა და მობილიზაცია. სავარაუდოდ, ყიფიანის პარტია პროდასავლური იქნება. იქ ძალიან ბევრი ინტელექტუალური ადამიანია, რაც ნამდვილად მისასალმებელია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×