რეზონანსი
17.07.2026

ორიოდე დღის წინს მედეა ადამიამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, სადაც დაწერა, რომ

მეუღლეს დაშორდა. რამდენიმე საათის წინ კი დაწერა, რომ მისი გადაწყვეტილება საბოლოოა.

"ძალიან გთხოვთ, აღარ მომწეროთ: „შეურიგდები“, „ისევ ერთად იქნებით“ და მსგავსი კომენტარები.

ჩემი გადაწყვეტილება საბოლოოა.

წლების განმავლობაში ვცდილობდი, მხარში დავდგომოდი, მეპატიებინა, შემენარჩუნებინა ოჯახი და ყველაფერი გამომესწორებინა. ვეხმარებოდი ფინანსურად, ვზრუნავდი, ვარჩენდი, ვაცმევდი და ვუძლებდი უამრავ ტყუილსა და იმედგაცრუებას.

ჩემი შვილები ისე გავაჩინე, რომ მათი საჭიროებებისთვის ერთი ლარიც არ დაუხარჯავს. დღესაც მე ვზრდი, მე ვარჩენ და მე ვიღებ სრულ პასუხისმგებლობას.

ახლა უკვე ორსულობის მეორე თვეში ვარ და ხმამაღლა ვამბობ დავიღალე სხვისი პასუხისმგებლობების ზიდვით. დავიღალე იმით, რომ ყოველთვის მე უნდა ვყოფილიყავი ყველაფრის გადამრჩენელი.

აღარ ვაპირებ საკუთარი თავის მსხვერპლად შეწირვას.

ვინც ფიქრობს, რომ ასეთი ადამიანის გვერდით უნდა დავრჩენილიყავი, ეს თქვენი არჩევანია. ჩემი არჩევანი კი საკუთარი სიმშვიდე, ჩემი შვილები და ჩემი მომავალია.

დიდი წერტილი დავსვი.

ღმერთი იყოს ყველას მსაჯული!", - დაწერა მედეა ადამიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×