
იურისტი მედეა ადამია, რომელიც ორსულადაა, ქმარს დაშორდა. ინფორმაციას იგი თავად სოციალურ ქსელში ავრცელებს და მიზეზად ღირებულებების განსხვავებულობა დაასახელა:
„მეგობრებო, ჩემი სურვილით დავშორდი ქმარს, რადგან ჩვენი მიზნები, ღირებულებები და ცხოვრებისეული ხედვა ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებოდა. ეს გადაწყვეტილება არ ყოფილა მარტივი, მაგრამ იყო
გააზრებული და მიღებული საკუთარი სიმშვიდის, ღირსებისა და მომავლის სასარგებლოდ.
ზოგჯერ ორი კარგი ადამიანი უბრალოდ ვერ ახერხებს ერთ გზაზე სიარულს. ასეთ დროს ყველაზე სწორი არჩევანია ერთმანეთის პატივისცემით დაშორება, ვიდრე მუდმივ უთანხმოებასა და ტკივილში ცხოვრება.
გისურვებთ ყველას ისეთ ურთიერთობას, სადაც სიყვარული, პატივისცემა, საერთო ღირებულებები და სიმშვიდე ერთად არსებობს.
იმედი მაქვს, ამ არჩევანს პატივს სცემთ“, - წერს მედეა ადამია
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე