რეზონანსი
14.07.2026

მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების კიდევ ერთი, მე-6 კლასტერი გახსნა, რაც კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია ჩვენს ევროპულ გზაზე, - ამის შესახებ მოლდოვას საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება.

უწყება განმარტავს, რომ მე-6 კლასტერი - საგარეო ურთიერთობები - მოიცავს საგარეო, უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკას, ასევე საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობას და ჰუმანიტარულ დახმარებას.

„ყოველი წინ გადადგმული ნაბიჯი მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანებასთან და ჩვენი მოქალაქეებისთვის უფრო უსაფრთხო, ძლიერ და აყვავებულ მომავალთან აახლოებს“, - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×