რეზონანსი
14.07.2026

ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის ბაშკირეთის რესპუბლიკაში „გაზპრომის“ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დარტყმას ადასტურებს.

„ჩვენი მეომრები შორ მანძილზე მოქმედი „სანქციების“ დაწესებას აგრძელებენ იმ რუსულ საწარმოებსა და ობიექტებზე, რომლებიც ომს აფინანსებენ. ბაშკირეთში, ფრონტის ხაზიდან დაახლოებით 1300 კილომეტრში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დარტყმა განხორციელდა“, - წერს უკრაინის პრეზიდენტი X-ზე.

ასევე, ზელენსკის ცნობით, უკრაინის უპილოტო სისტემების ძალებმა ფრონტის ხაზიდან დაახლოებით 400 კილომეტრში, კრასნოდარის მხარეში მდებარე აფიპსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შეუტიეს.

მისი თქმით, შედეგი მოაქვს საშუალო მანძილზე მოქმედ დარტყმებსაც.

„გელენჯიკში, ფრონტის ხაზიდან დაახლოებით 430 კილომეტრში უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალებმა საპატრულო გემსა და „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერს დაარტყეს. ასევე, აზოვის ზღვაში, „ჩრდილოვანი ფლოტის“ სამ ტანკერზე წარმატებული დარტყმები განხორციელდა. მადლობას ვუხდი ჩვენს მეომრებს, რომელთა წარმატებული ოპერაციებით ომი იქ ბრუნდება, საიდანაც მოვიდა“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×