რეზონანსი
14.07.2026

დღეს უკვე რა არის ევროპული სტანდარტი, ამაზე საუბარი ძალიან რთულია, გამომდინარე იქიდან, რომ ევროპულმა ბიუროკრატიამ დაამკვიდრა სიცრუის სრულიად ახალი სტანდარტი, რაც არის ძალიან დასანანი და ძალიან სამწუხარო, ეუთოს ბოლო რეზოლუციაც არის ამ ახალი ევროპული ბიუროკრატიის მიერ დადგენილი სტანდარტის კიდევ ერთი გამოხატულება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბათუმში ჟურნალისტებთან.

მისივე თქმით, ტრადიციულ ევროპულ სტანდარტებს ეს დოკუმენტი არაფრით არ აკმაყოფილებს.

„სწორედ ეს პრობლემები ქმნის საბოლოო ჯამში მრავალი ტიპის გართულებას ევროპაში, როგორც იდენტობის კუთხით – თქვენ იცით რა მძიმე ტენდენციებია ევროპაში იდენტობის შენარჩუნების კუთხით, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით. ევროპაში არის ძალიან მძიმე ტენდენციები და სწორედ ასეთი არასწორი მიდგომების, მათ შორის უსამართლობის, ორმაგი სტანდარტების შედეგია ის უარყოფითი ტენდენციები, რომელსაც ვხედავთ ჩვენ ევროპის მასშტაბით“, - აღნიშნა პრემიერმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×