
გორში დედა-შვილის სიცოცხლე არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა მძღოლმა იმსხვერპლა - ინფორმაცია მთავარს შსს-ში დაუდასტურეს. ანი ბერიანიძე და მისი 3 წლის ქალიშვილი ქუჩაში გადაადგილდებოდნენ, როცა მათ მანქანა შეეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლმა ადგილიდან მიმალვა სცადა. ქალი ადგილზე დაიღუპა, მცირეწლოვანი კი კლინიკაში გარდაიცვალა. მძღოლი დაკავებულია.
"დავიღუპე ხალხო, ჩემი ანა აღარა მყავს ჩემი გაზრდილი, ჩემი ერთადერთი იმედი აღარა მყავს! რატომ ხალხო? რატომ დადიხართ მთვრალები? ერთ დღეს დაიხოცეთ ნარკომანებო, რამდენი უნდა შეიწიროთ? გაგეჩერებინა პატრულისთვის. დედა-შვილი რომ მიაჭყლიტე და პოლიციას შეაფარე თავი, შეგარჩენ ამ სიმწარეს? ჩემი ანგელოზი მართა კამერებში ჩანს დედას რომ მოეხვია სიმწრით... შე არარაობა გადმოხტი და გაიქეცი რატომ არ მოიკალი თავი ანგელოზი ბავშვი რომ გაჭყლიტე! შე არაკაცო!
ჩემო ლამაზო და ნიჭიერო ბავშვობიდან ლექსებს სწერდა! მღეროდა, 5 ენაზე ლაპარაკობდა უკეთესი ცხოვრება უნდა გქონოდა ჩემო ობოლო! ვაიმე როგორ გიხაროდა! როგორ ჩქარობდი ახალ ბინაში გადასვლას...
დაიღუპა პატიოსანი ოჯახი..
ახლა ვზივარ და ორ ჩასასვენებელს დავტირი.
შენ მაინც როგორ მიმატოვე ანა! ჩემო ლამაზო... რატომ უნდა დაგიტიროთ მე? მე რატომ არავინ მიცოდებთ?" - წერს გორში ავარიის შედეგად დაღუპული დედა-შვილის ახლობელი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე