რეზონანსი
14.07.2026

ახალი დეტალები გორის ცენტრში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მომხდარ ავარიაზე, რომელსაც დედა-შვილი ემსხვერპლა. 

როგორც „ტვ პირველს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს, „მძღოლი, რომელიც ქვეითად მოსიარულე დედა-შვილს დაეჯახა, ავტომობილს არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა“.

35 წლის კაცი, რომელიც „ჯიპის“ ტიპის ავტომანქანას მართავდა,  ქვეითად მოსიარულე ახალგაზრდა ქალს და მის 3 წლის შვილს გუშინ დაეჯახა. დაშავებული დედაც და შვილი კლინიკაში გარდაიცვალნენ.

მძღოლი დაკავებულია - მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×